25 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
აქედან არ გავალთ, დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ერთად მოვკვდებით, - დევნილები და სოცდაუცველები შენობაში შეიჭრნენ

ხმაური იყო გვიან ღამით ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, სადაც 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

"სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს 2 თვის ბავშვი? ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ. დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით,"-აცხადებს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი ქალბატონი.

ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

"იძალადა ჩემზე, გამოიწია საცემრად ამ ხალხის ინტერესებს როცა ვიცავდი. განმარტა ხმოლოდ ის, რომ ჰუმანიზმი გამოიჩინა ჩემს მიმართ, ქალი ვიყავი და არ მცემდა,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნათელი მომავლის ცენტრის” წარმომადგენელი, მარიამ მენაბდიშვილი.

ვაშლიჯვარში მისული იყო ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. მისი მტკიცებით, დევნილი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.

დღის ამბები