15 ოქტომბერი 2019,   06:37
ვრცლად
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში - დავით დვალი

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში,“ - ეს განცხადება „რუსთავი 2-ის" ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა გააკეთა.

დავით დვალი იმ ერთი პიროვნების გვარს ასახელებს, ვინც "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების განცხადებით, მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ჩადგა.

წერილობითი განცხადების შემდეგ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე უკვე ღიად ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკას და კრიტიკული აზრს საფრთხე ემუქრება და ამის დასტურად ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებას ასახელებენ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2-თან". ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის,“ - განაცხადა დავით დვალმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები