22 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია ბრიტანეთში - ფესტივალზე მონაწილეობა ქეთი მელუამ მიიღო

ფესტივალი, რომელიც ბრიტანეთში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ემსახურება - ღონისძიება ქართველმა ემიგრანტებმა დაგეგმეს. ფესტივალი წმინდა ჯონის ტაძარში ტარდება.

ლონდონის ცენტრში მდებარე შენობაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაა დაბინავებული. თუმცა ამ მოცემულობას ხელი არ შეუშლია, რომ ქართული საკვირაო სკოლის პატარა მოსწავლეებს ხელოვნების ენით ოკუპაცია გაეპროტესტებინათ.

წელს ბავშვების სიმღერების აკომპანირება გიტარით ქეთი მელუამ თავის თავზე აიღო და კონცერტის მეორე ნაწილი სრულად მისი და ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების პერფორმანსს დაეთმო.

ის, რომ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ქეთი მელუას სიმღერების მიმართ ინტერესს გამოხატავენ და მათ ასეთი მონდომებით ასრულებენ, სიმბოლური აღმოჩნდა ქეთი მელუას კარიერისთვისაც.

გასულ წელს, ამავე ფესტივალზე პატარების მოსმენას უკავშირდება ის, რომ ღონისძიების ჩატარებიდან 5 თვეში მელუამ სიმღერების ახალი კრებული გამოუშვა.

ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი მომავალ წელს საზაფხულო სიმღერების ფესტივალს ქართველი ემიგრანტებისა და მათი ბრიტანელი მეგობრებისთვის უკვე მეოთხედ გამართავს.

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები