18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
გადავწყვიტეთ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ერთი თვით, შევქმნათ აქ - პარლამენტის წინ ონლაინ გადაცემები გრძელდება

ონლაინ გადაცემები პარლამენტის წინ მდებარე სცენიდან - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები პროტესტი ახალ, უპრეცედენტო ეტაპზე გადავიდნენ. მსგავსი გადაცემები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ახალი ტელევიზიის შექმნას ჩაეყაროს საფუძველი. "სირცხვილია" - ამ ლოზუნგით ახალგაზრდები გიორგი გახარიას გადადგომას უკვე თვეზე მეტია ითხოვენ.

"მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველნაირად ცდილობს, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი შეზღუდოს და თავისიუფალ მედიაზე იერიში მიიტანოს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი თვის განმავლობაში შევქმნათ აქ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე. 

დღის ამბები