18 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კვლავ მძიმეა გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული 57 წლის მამაკაცი, გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანას ბილბორდი გადაჰქონდა, რა დროსაც მუშა მანქანიდან გადმოვარდა და ბანერი დაეცა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახი საქმის გამოძიებას ითხოვს.

დღის ამბები