18 მაისი 2024,   22:11
ვრცლად
"შიმშილით თუ დავიხოცებით და გაგვიყვანენ მკვდრებს,"-დევნილი და სოციალურად დაუცველი 25-მდე ოჯახი, 158-ე სკოლის შენობაშირ ჩებიან

დევნილთა და სოციალურად დაუცველთა 25-მდე ოჯახმა, მათ შორის მცირეწლოვანმა ბავშვებმა, უკვე მეორე ღამე გაატარა ვაშლიჯვარში მდებარე 158-ე სკოლის ერთ-ერთ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არანაირი საცხოვრებელი პირობა არ არის, შენობას არ მიეწოდება დენი და წყალი, ისინი ტერიტორიის დატოვებაზე, თუ მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს არ შესთავაზებენ, უარს ამბობენ. ადგილზე რჩებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.

"ამ სიტუაციაში ნორმალური ხალხი ვერ იცხოვრებს, ჩვენ ამ დონემდე მიგვიყვანა სახელმწიფომ, შიმშილით თუ დავიხოცებით და გაგვიყვანენ მკვდრებს, ეს იქნება ჩვენი ბოლო განაჩენი,"-აცხადებს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი ქალბატონი. 

დღის ამბები