19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
აშშ ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისთვის საერთაშირისო კოალიციის შექმნას გეგმავს

შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისთვის საერთაშირისო კოალიციის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მედიასთან საუბარში განაცხადა. მაიკ პომპეოს თქმით, კოალიციის შექმნა  საზღვაო გზების ღიად დატოვებას ისახავს მიზნად.

რამდენიმე საათით ადრე მსგავსი წინადადებით დიდი ბრიტანეთიც გამოვიდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ირანის მიერ ბრიტანეთის ტანკერის დაკავებას  სახელმწიფო დონეზე განხორციელებული "მეკობრეობის აქტი" უწოდა.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანული ტანკერი 5 დღის წინ დააკავა. გუშინ კი ირანულმა მედიამ ხომალდისა და მისი ეკიპაჟის ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. თეირანში აცხადებენ, რომ მეზღვაურები ხომალდის ბორტზე იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

დღის ამბები