19 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი პორტუგალიაში - დაშავებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 33 - მდე გაიზარდა. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ამ დრომდე ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მცირე ხნით შეძლეს, თუმცა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, დაზარალებულ რეგიონებში ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ გაჩნდა. ადგილზე 1000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში დამატებითი ძალებისა და ავიაციის გადმოსროლა მოითხოვა. ქვეყნის სამაშველო სამსახურები იმ დასახლებების ევაკუაციას ახდენენ, რომლებიც ხანძრის შესაძლო გავრცელების გზაზე მდებარეობს.

დღის ამბები