19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
უბედური შემთხვევა რუსეთში - საბავშვო ბანაკში გაჩენილ ხანძარს, ერთი ბავშვი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა რუსეთში - საბავშვო ბანაკში გაჩენილ ხანძარს, ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

ცეცხლი ხაბაროვსკის ოლქში, სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე განლაგებულ კარვების ბანაკში გაჩნდა. ტრაგედიის დროს კარვებში 189 ბავშვი იმყოფებოდა. 4 დაშავებული არასრულწლოვანი ძლიერი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საბავშვო ბანაკში ღამით გაჩნდა. გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

დღის ამბები