18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ გადასცა ხელისუფლებას რეფორმების ჩატარების მანდატი - ევროკავშირი

მარტისა და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ გადასცა ხელისუფლებას რეფორმების ჩატარების მანდატი, - ასე ეხმაურება უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირი. გაერთიანების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საერთო ჯამში კენჭისყრის დროს დაცული იყო ძირითადი უფლებები, თუმცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი იყო სერიოზული ხარვეზებიც.

კერძოდ, ამომრჩევლების მოსყიდვის და სხვა უკანონო ქმედებები, განსაკუთრებით ხშირად კი ეს მაჟორიტარულ ოლქებში ხდებოდა. 

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს ჩატარდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უპირობო ლიდერი კვლავ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურია.” ბიულეტენების 92%-ის დათვლის შედეგად ცნობილია, რომ  პარტიას ამომრჩევლების 43%-ზე მეტი მიემხრო.

დღის ამბები