18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
გორში Fashion week ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

გორში Fashion week  ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ერთმანეთს ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი და დიზაინერი, გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ.

როგორც ადამაშვილი ამტკიცებს, მასხულიამ ის თმით ითრია, რის გამოც პოლიცია გამოიძახა. მასხულია ბრალდებას უარყოფს. ამ დროს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა.

Fashion week ორგანიზატორები ღონისძიების ჩაშლაში „პოსტ-ტივის“ ადანაშაულებენ. მომხდარზე ძალადობის მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია.  

დღის ამბები