22 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
"მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ" - თადუმაძე

გენერალური პროკურორის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის - შალვა თადუმაძე ამბობს, რომ საკუთარ თავს ამ თანამდებობაზე განიხილავს.

მისი თქმით, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის გადაწყვეტილება მის სურვილებს დაემთხვევა, ის სასამართლოს თავმჯდომარე გახდება. 

"ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ბუნებრივია, საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ჩემს სურვილებს და აზრებს დაემთხვევა,“ - განაცხადა თადუმაძემ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძესთან გასაუბრება კამათის ფონზე წარიმართა. ის ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

ამავე თემაზე
დღის ამბები