16 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობამ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

საქართველოში ნატოს სწავლებების პარალელურად, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობამ დაიწყო. სწავლებებში რუსეთის 58-ე არმიის საავიაციო და სახმელეთო დანაყოფები, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე მდებარე ბაზების პირადი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას.

სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლების მიზანი თავდასხმის მოგერიებაში მომზადებაა. საერთო ტაქტიკურ მოქმედებების შემუშავებაში კი სომხეთში განთავსებულ 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ჩაერთვება.

წვრთნებში ჩართული იქნება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა შენაერთი. 

დღის ამბები