19 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევას განაგრძობს - FBI-ის ხელმძღვანელი

რუსეთი შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას განაგრძობს - ამის შესახებ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა სენატში განაცხადა. იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე კრისტოფერ ვრეიმ რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სანქციებისა და მოსკოვის შესაჩერებლად განხორციელებული სხვა ქმედებების მიუხედავად, რუსეთი შეერთებულ შტატების არჩევნებში ჩარევას მომავალშიც გეგმავს.

ვრეის განცხადებით, FBI-ის გარე ზეგავლენასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი რესურსები აქვთ.

დღის ამბები