19 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის გასანეიტრალებლად ნებისმიერ ნაბიჯზე წავიდოდა - ოპოზიცია ექსმინისტრის განცხადებებს აფასებს

ოქრუაშვილი გახდა სერიოზული საფრთხის მატარებელი იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია „რუსთავი2-ის" ხელში ჩაგდება - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე. მისი თქმით, მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილის ბევრი ლოიალური ნაბიჯისა „ქართული ოცნების“ მიმართ, ის მმართველი გუნდის ლიდერისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„სწორი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", დღეს ირაკლი ოქრუაშვილი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ დავაში, რომელსაც ხელთ აქვს ზუსტი დოკუმენტი,ნრომ ქიბარ ხალვაში არის ე.წ. ცრუმონაცვლე, ფიქტიური თუ ყალბი ფიგურა, რომელსაც არასოდეს არაფერი შეხება არ ჰქონია "რუსთავი2"-თან, როგორც მესაკუთრეს. ამიტომ, ნებისმიერ ნაბიჯზე წავიდოდა ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის გასანეიტრალებლად და მის წინააღმდეგ და ბუნებრივია, ის ინციდენტები, რასაც ჰყვებიან და რაც ვიხილეთ, არ ხდება სტიქიურად და შემთხვევით,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თავის განცხადებებით დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებული სასამართლოს განაჩენები ცრუ ჩვენებებს ემყარება. 

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი"მან პირდაპირ თქვა, რომ ცრუმოწმე იყო ივანიშვილის სასამართლოსი და პროკურატურის. ეს ანგრევს ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც კულუარული გარიგების, შანტაჟის, მუქარის შედეგად მიღებულ ჩვენებებზე დგას სასამართლოს საქმეები, რაც შეეხება "რუსთავი 2-თან" მიმართებას, ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ ქიბარ ხალვაში, როგორც ახლა არის ივანიშვილის მარიონეტი და მის უკან დგას ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, როცა "რუსთავი 2-ის" პირველი ტრანზაქცია განხორციელდა, მაშინაც მარიონეტი იყო, რომლის უკანაც იდგა ოქრუაშვილი, რომელიც მაშინ იყო ხელისუფლებაში," - ამბობს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები