19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
"მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შს სამინისტროს ხელში ვართ" - ხაზარაძე

რაც გააჟღერეს, სრული აბსურდია - ამბობს "TBC ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ის პროკურატურაში მივიდა, სადაც ჟურნალისტებთან მისთვის ბრალის წაყენებაზე კომენტარი გააკეთა. 

ხაზარაძის თქმით, გამოძიებას სრული ინფორმაცია აქვს იმ ტრანზაქციაზე, რომელზეც მას ბრალი უნდა წარუდგინონ. ხაზარაძე აცხადებს, რომ სადაო არაფერია, ის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული დევნა რეალურად,  მხოლოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებისკენ არის მიმართული.

„გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. იცით, რომ რამდნიმე იურიდიულმა და აუდიტორულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ეს რაც დღეს გააჟღერეს არის აბსოლუტური აბსურდი. მე ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შს სამინისტროს ხელში ვართ ჩვენ," - განაცხადა ხაზარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები