18 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
თავის მოტყუება, ივანიშვილის ხუშტური, მორიგი ნაბიჯი რუსეთის სასიამოვნებლად - ოპოზიცია რუსეთიდანსატრანზიტო ფრენების დაფინანსებას აკრიტიკებს

მას შემდეგ რაც, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები დააფინანსოს. ამისთვის მან 600 ათასამდე ევრო გამოიყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა და დადგენილება ძალაშიც შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს. ახალ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციაში.  

„რომელ 6 000 ტურისტზეა საუბარი, როდესაც ამ ფრენების აკრძალვის შემდეგ ალბათ, საქართველოში ვერ შემოვიდოდა, დაახლოებით 300 ათასი ტურისტი. ეს არის თამაში, თავის მოტყუება,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

მორიგი ნაბიჯი რუსეთის სასიამოვნებლად - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ბახტაძე ივანიშვილის მორიგი ხუშტურის შესრულებას ცდილობს.

„ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, ის არ მოქმედებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ივანიშვილის ხუშტური შეასრულოს და როგორც ჩანს, არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული რომ ასიამოვნონ რუსეთს, ამიტომ ნელ-ნელა მეთოდურად ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში,“-ამბობს კაპანაძე.

დღის ამბები