18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა ხმაურისთვის უჩივლა, 150 ლარით დააჯარიმეს

აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს 150 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის პოლიცია სამი საათის განმავლობაში კითხავდა.

აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს გამოძიება ხმაურის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცველებმა მას შემდეგ წაიყვანეს გამოკითხვაზე, რაც შეტყობინება ხმაურის შესახებ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლიდან შევიდა.  

ბაგრატიონი ამბობს, რომ ივანიშვილის ცდილობს ამ მეთოდებით შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეები შეაჩეროს, რომ მშვიდად დაიძინოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები