18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
სამართალდამცავებმა იარაღი იპოვეს - გურამიშვილზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ახალი დეტალები გურამიშვილის გამზირზე მომხარ სასტიკ მკვლელობაზე - "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მხოდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.  რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.

"ნახევარი საათის მოსული ვიყავი. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ არაფერი გაგვიგია, სროლის ხმა საერთოდ. არაფერი გვითხრეს, სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათო, და არ გაგვიგია. ტყმელაძე რომ არის ვიცი, აქ ცხოვრობდნენ,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი ამავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. 20 და 21 წლის ბიჭებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა.

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები