27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
დონალდ ტრამპი რობერტ მალერის ჩვენებით კმაყოფილია

დონალდ ტრამპი რობერტ მალერის ჩვენებით კმაყოფილია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სპეციალური პროკურორის კონგრესის წინაშე გამოსვლას, დემოკრატიული პარტიისთვის “გამანადგურებელი” უწოდა.

ხოლო თავად გამოძიება, კვლავ თაღლითობად და “კუდიანებზე ნადირობად” მოიხსენია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა კონგრესში 7-საათიანი მოსმენის დროს, რობერტ მალერმა კანონმდებლებს აცნობა, რომ გამოძიება არ ამართლებს ტრამპს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ნაწილში.

სპეც-პროკურორმა შესაძლებლად მიიჩნია პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება, მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რო გამომძიებლებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება იმისთვისაც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაედგინათ. რობერტ მალერის ჩვენება წარმატებად აფასებენ დემოკრატებიც, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.

დღის ამბები