27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
მოსკოვში ოპოზიციონერი კანდიდატების საცხოვრებელ სახლებში, პოლიცია შევიდა

მოსკოვში,  საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია შევიდა. ოპოზიციონერების განცხადებით, პოლიცია შაბათს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის შესახებ მასალებს ეძებდა. ისინი დაკითხვაზეც დაიბარეს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დაკავებულ ალექსეი ნავალნის, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას კვლავ მიტინგის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსკოვის დუმის არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად და სამართლიანი არჩვენების ჩატარების მოთხოვნით აქციის გამართვა რუსეთის დედაქალაქში 27 ივლისს იგეგმება. ამავე მოთხოვნით აქცია გაიმართა გუშინ სანქტ-პეტერბურგში.

დღის ამბები