27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
თავდასხმა ბელარუსელ დიპლომატზე - ანკარაში ალექსანდრე პაგანშევს ცეცხლი გაუხსნეს

თავდასხმა ბელარუსელ დიპლომატზე ანკარაში. ალექსანდრე პაგანშევს ცეცხლი მეზობელმა გაუხსნა, რომელიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი აღმოჩნდა. დაჭრილი დიპლომატი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელმა კი გასროლის შემდეგ თავი მოიკლა. თურქული მედიის ცნობით, პაგანშევსა და მის მეზობელს ყოფით საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდათ და სავარაუდოდ თავდასხმის მოტივიც სწორედ ეს გახდა. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი თავდამსხმელი შეურაცხადი იყო.

დღის ამბები