18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან - იუსტიციის საბჭოს წევრები ალექსანდრე იაშვილს უსმენენ

გასაუბრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, ალექსანდრე იაშვილს უსმენენ.

მანამდე საბჭოს წევრებმა კიდევ ერთ კანდიდატს, გოგიტა თოთისიშვილს მოუსმინეს. მასთან გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოს წევრ სერგო მეთოფიშვილსა და ნაზი ჯანეზაშვილს შორის კამათი მოხდა. ხმაური ჯანეზაშვილის მიერ სახალხო დამცველის ანგარიშზე დასმულ შეკითხვას მოყვა.

არამოსამართლე წევრები გასაუბრებების დარღვევით წარმართვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, კანდიდატებს კითხვები სრულყოფილად დაუსვან.

დღის ამბები