19 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
პოლიციამ ძაღლივით გამათრია, ციხეში მიმიყვანა - ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი ისევ პატიმრობაში რჩება. ომარ გამყრელიძეს გამოძიება ამჯერად მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის დახმარებას ედავება. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით კი, სწორედ ომარ გამყრელიძეს ბრალდებოდა ცოლის, შვილის, რძლის და ორი ნათესავი მოკვლა, თუმცა 85 წლის კაცს მკვლელობის ბრალდება რამდენიმე დღის წინ მოუხსნეს.

თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს საქმის განხილვა დაიწყო. ომარ გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა, თუმცა სამართალდამცველებმა მაინც დააკავეს და მათ „საქმე შეკერეს“. სამართალდამცველები საგარეჯოს პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, პოლიციელები ფიზიკური ძალადობის სანაცვლოდ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ. ამ განცხადების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. თუმცა სამი თის განმავლობაში საგამოძიებო პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ მოხუცს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ის სამართალდამცველები ამოეცნო, რომლებსაც ის ძალადობაში ადანაშაულებს.

„მე რაში მდებთ ბრალს? პროკურორი იყო იქ, როცა ეგ საქმე მოხდა? მკვლელობები რომ იყო, იყო იქ? რომ არ იყო, მე ვიყავი იქ, რატომ არ მიჯერებთ? მე ტყუილს ხომ არ ვიტყვი იმიტომ, რომ ფაქტიურად ვლაპარაკობ, რომ ერთ ხელზე ხუთი თითი მაბია, ეს ზეპირად ვიცი, ერთი ყურიდან მესმის, ისიც „ბუნტად“, დავყრუვდი, რა არის სამაგისო, ჩემ ხელში მე როგორ მოვკლავ დედაკაცს, ჩემი მეუღლე, როგორ მოვკლა ჩემი შვილი, როგორ, თუ გიჟი ვარ, შემამოწმონ, მოვიდა უცებ მილიცია, „ნარუშნიკები“ შემიკრა, ძაღლივით გამათრია, ჩამაგდო, ციხეში მიმიყვანეს, მოდი, მკვლელი ხარო, რა იცოდნენ, რომ მე მკვლელი ვიყავი თუ ვინ ვიყავი, როგორც უნდოდათ, ისე შეკერეს საქმე,“ - განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

პროკურორი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, რომ 85 წლის მამაკაცმა, რომელიც ძლივს გადაადგილდება, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს. სწორედ ამ საფუძვლით, ომარ გამყრელიძე ისევ პატიმრობაში დატოვეს.

პროკურორი ირწმუნება, რომ 85 წლის მოხუცის წინააღმდეგ მათ აქვთ ბევრი მტკიცებულება, მათ შორის არის საბრძოლო მასალა, რამდენიმე იარაღი, ყუმბარა, ნიღაბი. რაც შეეხება ომარ გამყრელიძეს, ნოდარ გამყრელიძის შვილს, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მას 20 ივლისს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ გამყრელიძე ის სპეცრაზმელია, რომელთან დაკავშირებით „რუსთავი 2-მა“ რეპორტაჟი  ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოამზადა, თუმცა მაშინ ინფორმაციას შსს კატეგორიულად უარყოფდა.

დღის ამბები