23 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით - ოქრუაშვილის ადვოკატი დაკავების მოტივებზე საუბრობს

ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას "რუსთავი 2"-ის ირგვლივ გააქტიურებას უკავშირებს. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებლის ადვოკატმა გააკეთა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ოქრუაშვილი თავს პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მოინახულა. ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ადვოკატი კი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია. გამარჯვებული საქართველოს ლიდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.

"აბსურდი და სისულელეა ორგანიზება და ხელმძღვანელობა რაღაცა ძალადობრივი აქციის. პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას "რუსთავი 2"-თან. როგორც თვითონ ამბობს, პირადად ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ეხლა მოხდა,"-აცხადებს ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.

დღის ამბები