19 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
რუსეთში ოპოზიციონერი დეპუტატი სამართალდამცავებმა შენობიდან იმ დივანთან ერთად გამოიყვანეს, რომელზეც იჯდა

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტი გრძელდება. ლუბოვ სობოლმა, რომელსაც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, პროტესტის ნიშნად შენობის დატოვებაზე უარი თქვა. ის სამართალდამცველებმა გარეთ იმ დივანთან ერთად გამოიყვანეს, რომელზეც პოლიტიკოსი კომისიის მისაღებში იჯდა. გარეთ კი სამართალდამცველებმა დააკავეს. ოპოზიციონერი გენადი გუდკოვი კი ერთი დღის განმავლობაში დაკითხვაზე 2-ჯერ დაიბარეს. რუსი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად, საპროტესტო აქციას სამართლიანი არჩვენების მოთხოვნით 27 ივლისს მაინც ჩაატარებენ.

დღის ამბები