27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა, უკრაინას კი არჩვენების წარმატებულად ჩატარება. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

"დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლება შეძლებს სწრაფად გააუმჯობესოს უკრაინის იმიჯი და დაასრულოს კორუფციული საქმეების გამოძიება, რაც შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობას აფერხებდა," - წერია უკრაინის პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები