19 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
უკრაინამ დაკავებული რუსი მეზღვაურები გაათავისუფლა

უკრაინამ დაკავებული რუსი მეზღვაურები გაათავისუფლა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არ არსებობს ქერჩის სრუტეში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ტანკერის ეკიპაჟის დაკავების სამართლებრივი საფუძველი. რუსული მხარის ცნობით, მეზღვაურები უკვე მოსკოვში იმყოფებიან, ხომალდი კი უკრაინაში რჩება. რუსული ტანკერი იზმაილის პორტში "ნიკა სპირიტის" სახელით შევიდა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ ის იგივე ხომალდია, რომელმაც შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს გზა გადაუღობა. მაშინ რუსებმა სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი და მათი ეკიპაჟი გაიტაცეს. დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაური ამ დრომდე რუსეთში პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები