21 მაისი 2024,   07:29
ვრცლად
ნუ ცდილობთ ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს - ბახტაძე მამუკა ხაზარაძის საქმეზე და ანაკლიის პორტზე საუბრობს

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მისამართით,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალიზების ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, შესაბამისად, მათ კარგად ესმით მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ბახტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხი ამ პროექტის განხორციელებასთან  არანაირ კავშირში არ არის. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება იმ ადამიანების მხრიდან ხდება, რომლებიც ანაკლიის პროექტის  ჩაშლით არიან დაინტერესებულები.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშნელოვანი პროექტის ინიციატორი და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ანაკლიის პორტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო და ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული იმაში, რომ ანაკლიის პორტი განხორციელდეს, სწორედ მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მისამართით,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები