27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
ავსტრიამ რუსი სამხედრო ოფიცრის დაკავების ორდერი გასცა

ავსტრიამ რუსი სამხედრო ოფიცრის დაკავების ორდერი გასცა. საუბარია იგორ ზაიცევზე, რომელმაც ავსტრიელი პოლკოვნიკი გადაიბირა და 90-იანი წლებიდან მისგან საიდუმლო ინფორმაციას იღებდა.

ჯაშუშის საქმიანობა ავსტრიის სპეცსამსახურმა შარშან გამოავლინა და დააპატიმრა, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

ცნობილია, რომ რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე აგენტი ავსტრიის არმიაში მსახურობდა და 30 წლის განმავლობაში იგორ ზაიცევს საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას აწვდიდა. საამისოდ კი, მას ასობით ათას ევროს უხდიდნენ.

რუსი ჯაშუშის გამოვლენაში ავსტრიას ევროპის დაზვერვის სააგენტო დაეხმარა.

დღის ამბები