19 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
სან პაულუს აეროპორტიდან მძარცველებმა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს

სან პაულუს აეროპორტიდან მძარცველებმა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. შეიარაღებული მძარცველები საბარგო ტერმინალში შეიჭრნენ, თანამშრომლები მძევლად აიყვანეს და შენობიდან ძვირფასეულობა გაიტანეს.

გარეთ მათ მანქანა ელოდებოდათ, რომელიც დატვირთეს და მიიმალნენ. 750 კილოგრამ ოქროსთან ერთად მათ მძევლად აყვანილი თანამშრომლებიც გაიტაცეს.

სან პაულუს აეროპორტის დაცვა აცხადებს, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს არავინ დაშავდა.

დღის ამბები