19 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი გაასაჩივრებს

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი გაასაჩივრებს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაკა გველესიანმა ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას პირველივე დღიდან პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურებას უკავშირებს. 

„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, თითოეული ინდივიდი, თითოეული ბრალდებული ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, აბსოლუტურად სამივეზე გადმოკოპირებული ჰქონდა ის საფრთხეები, რაზეც პროკურატურა საუბრობდა. მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილს კავშირები აქვს უცხოეთში და დიდხანს ცხოვრობდა და ახლაც უცხოეთში იყო, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, როდესაც ადამიანმა წინასწარ გააფრთხილა წერილობით... 48 საათი გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და მერე სააპელაციო სასამართლო, რასაც 99 პროცენტის შემთხვევაში აკეთებს ხოლმე, დაუშვებლად ცნობს საჩივარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვნახოთ რა იქნება,“ - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები