07 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ტრაგედია თუშეთში - ხევში გადავარდნილ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

თუშეთში, ხევში გადავარდნილ ლევან შაბალაიძეს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ტრაგედია თუშეთში ოთხი დღის წინ დატრიალდა. ხევში, 200 მეტრი სიმაღლიდან მგზავრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადავარდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდა. მასში მყვინთავებიც ჩაერთვებიან, რადგან უკვე გუშინ გამოირიცხა ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა, ხევში გადაჩეხილი ავტომობილის ქვეშ ყოფილიყო მოქცეული. ახლა უკვე განიხილება ვერსია, რომ მამაკაცი მდინარის დინებამ წაიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები