19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
რუსეთში ოპოზიციაზე ზეწოლა გრძელდება - საპროტესტო აქციის მონაწილე პოლიტიკოსები პატიმრობაში რჩებიან

რუსეთში ოპოზიციაზე ზეწოლა გრძელდება. 27 ივლისის საპროტესტო აქციის ორგანიზების ბრალდებით პატიმრობა იმ დამოუკიდებელ კანდიდატებს შეეფარდათ, რომლებსაც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოში დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

სასამართლოების გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი ილია იაშინი ციხეში 10 დღეს გაატარებს, ხოლო კონსტანტინ იანსკაუსკას 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ციხეში გაატარებენ მომდევნო დღეებს ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრ სობოლევი, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორი ივან ჟდანოვი და ალექსეი ნავალნის თანამოაზრე, ვადიმირ მილოვი. ყველა მათგანს სასამართლო მიტინგის ჩატარების წესების დარღვევას ან შეკრების ორგანიზებას ედავება.

დღის ამბები