19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
შეტაკებები ბრაზილიის ციხეში - დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ციხეში მასობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ დაჯგუფების წევრებს შორის მოხდა.

ბუნტის დროს პატიმრებმა მძევლად ციხის პერსონალიც აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული პატიმარია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტაკებები 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დღის ამბები