19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
ავიაკატასტროფა პაკისტანში - დაღუპულია 17 ადამიანი

ავიაკატასტროფა პაკისტანში - დაღუპულია 17 ადამიანი. მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო გაფრენას ახდენდა, საცხოვრებელს სახლებს დაეცა.

თვითმფრინავს ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 5 სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

დაშავებულია სულ მცირე 15 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები