18 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს - ივა ჭყონია

ლარის გაუფასურება ისევ გრძელდება -ეროვნული ვალუტა ამჟამად სამიან ნიშნულზეა, თუმცა ექპერტების პროგნოზი დრამატულია. სპეციალიატები არ გამორიცხავენ, რომ 1 დოლარის ღირებულება 3,5-მდე გაიზარდოს. ამიტომ ბიზნესმენთა ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც "თიბისი ბანკის" დაფუძნებელებზე შეტევით, საინვესტიციო გარემოს მიზანმიმართულად აზიანებს და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, დამნაშავეა.

„გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება.თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის გადაბრალება, ვთვლი,. რომ არის აბსურდი. ქვეყნის ეკონომიკას, ვინც ქმნის, ის ბიზნესმენები და ის ბიზნესი არის მძიმე მდგომაროებაში. ძალიან გაუჭირდებათ ამ კურსით ოპერირების გაგრძელება. ყველაზე მინიმუმ, თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს,“ - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური გუნდის გადახალისება და უნდა ჩატარდეს ეროვნული ბანკის რეფორმა. 

დღის ამბები