19 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
63 ათას ლარზე მეტი საათებში და 14 000 ლარიანი ველოსიპედი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაცია

„ლარი არის თავისუფალი თინეიჯერი" – ამ სიტყვების ავტორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციით "პრესა.ჯი" დაინტერესდა.

ირკვევა, რომ ნიკოლოზ ალავიძემ, მხოლოდ სამ მაჯის საათში ჯამში 63 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

ამასთან, მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ჩანს, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არაერთ ძვირადღირებულ უძრავ ქონებასაც ფლობს, მათ შორის მიწის ნაკვეთებს და სახლებს.

საინფორმაციო პორტალი ამ ფაქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოში არსებულ მძიმე კორუფციულ ვითარებაზე საუბრობს.

„ასევე ერთი ველოსიპედი იყიდა, რომელშიც 14 000 ლარზე მეტი გადაიხადა. ასევე იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადა დღევანდელი კურსით 330 ათასი ლარი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ტოტალური კორუფციაა სახელმწიფო სტრუქტურებში და ჩინოვნიკები ორიენტირებული არიან ფუფუნებაზე და არა ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე,“ - ამბობს ინტერნეტგამოცემის რედაქტორი გიორგი კაპანაძე. 

დღის ამბები