19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
სასამართლომ ალექსეი ნავალნის ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილ

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოპოზიციის 27 ივლისს დაკავებული ლიდერი პატიმრობიდან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოითხოვს.

ნავალნის ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, რა ნივთიერებით მოიწამლა პოლიტიკოსი საპატიმროში.

მოსკოვის მერიამ კი სამართლიანი არჩვენების მოთხოვნით მორიგი აქციის ქალაქის ცენტრში ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა . რუსეთის დედაქალაქის პოლიციამ 3 აგვისტოს დაგეგმილი მიტინგი უკანონოდ უკვე შეაფასა და მოსახლეობას მასში მონაწილეობისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, სამართლიანი არჩვენების მოთხოვნით აქციის გამართვა 10 აგვისტოსაც იგეგმება, შესაბამისი მოთხოვნა მოსკოვის მერიაში უკვე შეიტანეს.

დღის ამბები