19 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთს "მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში" ღიად ადანაშაულებს

ვაშინგტონი რუსეთს "მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში" ღიად ადანაშაულებს. შეთანხმებიდან ოფიციალურად გასვლამდე 2 დღით ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

8 პუნქტიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ის მითები, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, რუსულმა პროპაგანდამ შეთანხმების გარშემო შექმნა. მთავარ "მითებს" შორის არის მოსკოვის მტკიცება, იმის შესახებ, თითქოს რუსეთის მიერ 2019 წლის იანვარში ახალი სახმელეთო ფრთოსანი რაკეტის გამოცდა გამჭვირვალე პროცესი იყო.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს ისიც, რომ ამ შეიარაღების არსებობა 4 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და აცხადებენ, რომ მსგავსი რაკეტის არსებობა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.

დღის ამბები