18 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღება - დაკავებულია 6 პირი, აქედან 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - შსს

დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღება - დაკავებულია 6 პირი, აქედან 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები.

"პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - აცხადებენ შს სამინისტროში.

დღის ამბები