19 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს

თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 კილოგრამი მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც საბაჟოს უფროსი აცხადებს, მსგავსი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. 20 კგ. მარიხუანა, რომელიც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ბარგში ჰქონდა მოთავსებული, საგანგებოდ შეფუთული.

სამხრეთ აფრიკის მოქალაქე იმყოფებოდა რეისზე იოჰანესბურგი-დუბაი-თბილისი და ის სწორედ თბილისის აეროპორტში დააკავეს.

დაკავებული გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში და მას ქართული კანონმდებლობით გაასამართლებენ.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები