23 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
უბედური შემთხვევა კაპროვანში - ზღვაში მოზარდი და ახალგაზრდა გოგონა დაიხრჩო

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მისივე ცნობით, სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველმა "კურიერს" განუცხადა, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.

თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები