17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
ინციდენტი შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან - ოზურგეთის პოლიციაში დღეს, გია ბარამიძეს გამოკითხავენ 

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოზურგეთის პოლიციაში დღეს გიორგი ბარამიძეს გამოკითხავენ.  

„ნაციონალური მოძაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი გუშინ უნდა გამოკითხულიყო, თუმცა პროცესი დღეისთვის გადაიდო.

დაპირისპირებასთან დაკავშირებით კითხვები სამართალდამცველებმა უკვე დაუსვეს დავით მჟავანაძესა და დავით მახარაძეს.

„იმის გამო, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ვაწუხებთ, აქ უნდა ვიაროთ ყოველ დღე და ანგარიში ვაბაროთ, რამდენი ადამიანი ვიყავით, რატომ ვხმაურობდით და ა.შ. ეს არის აბსურდი. მედავებიან პოლიციელის დაუმორჩილებლობას და დაუმორჩილებლობას ეძახიან იმას, რომ ერთ-ერთი პოლიციელი იგინებოდა დედას, ის აგინებდა მაკო გომურს, იმის გამო რომ აქციაზე იმყოფებოდა, ამ პოლიციელს რაღაც არ მოეწონა, ამას მითვლიან პოლიციელთან დაუმორჩილებლობად. კიდევ ერთხელ მომიწევს აქ მოსვლა, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელი ისჯებოდეს ასეთი სამარცხვინო საქციელისთვის, ალბათ ისინი შეეცდებიან, რომ მთელი ეს ჯოხი ჩემზე გადმოტეხონ,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები