17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
ვინ არის ბახვის პოლიციის უფროსი, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სცემა, აქციის მონაწილეებს კი აგინა - ოპოზიცია დეტალებს ასაჯაროებს 

ვინ არის ბახვის პოლიციის უფროსი მამუკა ჯანანაშვილი, რომელიც შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ადამიანებს რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს დედა აგინა, მათ დასაცავად გამოსულ აქტივისტებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა - მისი წარსულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მტკიცებით, ჯანანაშვილი პოლიციიდან 2012 წლამდე განთავისუფლდა და ამის მიზეზი სამართალდამცველისთვის შეუფერებელი საქმიანობა იყო. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წელს ის პოლიციაში აღადგინეს.

მის მფარველად ოპოზიცია, კასპის ყოფილ გამგებელს ოლეგ იაძეს და სუს-ის თანამშრომელს, ვახტანგ გომელაურის მეგობარს, სოსო იაშვილს ასახელებს. სწორედ მამუკა ჯანანაშვილი იყო ის პოლიციელიც, რომელიც ზუგდიდის არჩევნებზე თინა ბოკუჩავას ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეს ადამიანი არის პოლიციელი, რომელიც 2012 წლამდე გათავისუფლდა პოლიციიდან. მათ შორის გათავისუფლდა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო. იგი არის უახლოესი მეგობარი, ოლეგ იაძის, კასპის გამგებელი. შემდეგ იგი გადაიყვანეს მარნეულში, როდესაც აღადგინეს პოლიციელის თანამდებობაზე და კასპის პოლიციის უფროსობიდან მოხსნეს, ასევე შეუფერებელი საქციელის გამო. ასეთ პოლიციელები არ უნდა მუშაობდნენ შს სამინისტროში, იმიტომ, რომ იგი არცხვენს ყველა პოლიციელს,“-აცხადებს დეკანოიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები