21 სექტემბერი 2024,   05:07
ვრცლად
ლარის ვარდნა და ეროვნული ბანკის ქმედებები - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სატელევიზიო გადაცემის სტუმარი გიორგი ქადაგიძე იყო

პროტესტის 43-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ მოწყობილი სატელევიზიო გადაცემის მთავარი თემა ლარის უპრეცენდენტო ვარდნა და ეროვნული ბანკის ქმედებები იყო. აქციის ორგანიზატორებს სტუმრად ამჯერად ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ჰყავდათ.

ქადაგიძემ გუშინდელ ინტერვიუში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას პოპულისტურ გადაწყვეტილებებში არ აჰყვეს და ხელისუფლებამ მსგავსი ინსტიტუციების ხელში ჩაგდება ვერ შეძლოს.

„ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ წაყვეს მთავრობას პოპულისტურ გადაწყვეტილებები მოკლე ვადაში, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე არის გრძელვადიანი და საშუალო ვადიანი კეთილდღეობა, ამიტომ კონფლიქტი ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის არ არის რაღაცა ახალი, განსაკუთრებით ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუცია იყოს დამოუკიდებელი და მთავრობამ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლონ მათთვის არასასურველი ინსტიტუციის ხელში ჩაგდება,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს ეკონომისტებმაც. ექსპერტი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების მხრიდან გამიზნულ ნაბიჯს წარმოადგენს, რათა შემდეგ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ბრალი ოპოზიციურ პარტიებს დასდოს.

„გააჩინეს მოლოდინი მოსახლეობაში, რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდება.  ხელისუფლება რატომ აკეთებს ამას? რომ იგივე ოპოზიციურ პარტიებს, იგივე აი, ამ საპროტესტო აქციას დაბრალდეს ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გამოწვევა. წამსვლელი არიან ამაზე, ოღონდ გაშავდეს ოპოზიციური პარტიები, თქვენ გაშავდეს და ლარი იქნება თუ ქვეყნის ეკონომიკა იქნება არ აინტერესებთ. მათ არ უნდათ თქვან, რომ რუსეთზე  დამოკიდებულება მავნებელია,“- განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

დღის ამბები