13 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი - დავით დვალი 

„დეჟავუა, თითქოს, სიტუცია მეორდება, თითქოს, ხელისუფლებამ ისევ "რუსთავი 2-ის" მართვის ბერკეტები ჩაიგდო. მცდელობა იქნება, რომ „რუსთავი 2“ პროსახელისუფლებო არხი გახდეს,“ - ეს განაცხადა, დავით დვალმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის წინადადებას, რომ „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილი გადაეცეთ, არ დათანხმდნენ. მათი თქმით, ქიბარ ხალვაშთან არანაირ მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ და ბრძოლას სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ. 

დავით დვალი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-ის“ გადაეცა ერთ-ერთ შუალედურ რგოლს და არა იმას, ვისაც არხი პირველად წაართვეს, შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგას. დავით დვალმა სამთავრობო ტროლებისგან მისი და ჯარჯი აქიმიძის წინააღმდეგ წარმოებულ დისკრედიტაციის მცდელობაზეც ისაუბრა. 

სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები არხის ახალ მფლობელთან შეხვედრას იხსენებენ, როდესაც წილების გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

„არანაირ ვაჭრობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მაშინაც შეხვედრაზე პირდაპირ დავსვით საკითხი, ბრძანეთ და ჩვენი პასუხი იქნება, კი ან არა, სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან., დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, ჩვენ მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. ყველა თანამოაზრეს, ვინც ფიქრობს, რომ „რუსთავი 2-ს“ თავს რაც ცდება დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და სტრატეგიას დავსახავთ,“ - განაცხადა დავით დვალმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები