02 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
დავამთავრეთ "ფორმულა კრეატივმა" და "რუსთავი 2-მა" თანამშრომლობა - მიშა მშვილდაძე

"ფორმულა კრეატივი" "რუსთავი 2-თან" ურთიერთობას წყვეტს. რამდენიმე წუთის წინ "ფორმულა კრეატივის" დირექტორი "რუსთავი  2-ის" გენერალურ დირექტორს შეხვდა. მიშა მშვილდაძის განცხადებით, პაატა სალია შეეცადა, ის დაერწმუნებინა, რომ მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისივე თქმით, ის რჩება თავის აზრზე.

„ჩვენ ვართ  აქტიური თავდაცვის რეჟიმში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი დავაკავშირეთ ერთმანეთს და აღვიქვით ზეწოლად. პაატა სალია ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მე ჩემს აზრზე ვრჩები. პაატა სალია თავის აზრზე დარჩა. დავშალეთ, წავედით . რაღაც ტექნიკური დეტალები დაგვრჩა შესათანხმებელი. მათ შორის ქონების გატანა აქედან ჩვენ რომელიც გვეკუთვნის და ამაზე იმედი გვაქვს, რომ პრობლემები არ შეგვექმნება. კიდევ არის, რაღაც დავალიანება დარჩა "რუსთავი 2-ს" ჩვენი გასასტუმრებელი და ამაზეც იმედი გვაქს, რომ არ შეგვექმნება პრობლემა. მოკლედ, ვნახოთ. პროკურატურისგან არ ვიცი, რას ველოდოთ, მაგრამ აქ როგორც მივხვდით, დავამთავრეთ "ფორმულა კრეატივმა" და "რუსთავი 2-მა" თანამშრომლობა. შემთხვევითი არ მგონია, რომ პროკურატურა შესული არის და ეძებს კიდევ "რუსთავი 2-ის" კონკრაქტორების, ალბათ, "ფორმულა კრეატივშიც" შემოვლენ. შემთხვევითი არ მგონია, რომ ჩვენ მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის დაანონსებას დაემთხვა პროკურატურის შემოსვლა,“ -გ ანაცხადა მიშა მშვილდაძემ.

განცხადება "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორისგან მომავალ მუქარაზე მიშა მშვილდაძემ მა სშემდეგ გააკეთა, რაც დღეს "რუსთავი 2-ში" პროკურატურა შევიდა. ინტერმედია რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიაა და ის რეკლამას ყიდის. ამავე ოთახში. სადაც ჩხრეკა ჩატარდა, „ჩემი ცოლის დაქალების“ არაერთი სერიაა გადაღებული. ამიტომ მიშა მშვილდაძემ ჩხრეკა იმ შეხვედრას დაუკავშირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სალიას ოთახში გაიმართა და როგორც ამბობს, მას უთხრეს, რომ სერიალი რუსთავი 2-ზე დაეტოვებინა. 

დღის ამბები