19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
თანხების გაფლანგვის საქმე - გამოძიების განახლების შემდეგ, ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოში დაბრუნდა 

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ პროკურატურის მიერ განახლებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი - ზურაბ ალავიძე თბილისში დაბრუნდა. ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი დეტალებზე საუბრისგან "კურიერთან" თავს იკავებს. თუმცა ამბობს, რომ დაკავებას არ ელოდება.

ალავიძის, ქუმსიშვილისა და შავლიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების, სავარაუდო, ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში გიორგი კვირიკაშვილიც დაიბარონ.

დღის ამბები