28 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
კრიმინალური გარჩევა ორი მილიონი ლარის გამო და ყურმოჭრილი ბიზნესმენი - საქმის ახალი დეტალები

კრიმინალური გარჩევა ორი მილიონი ლარის გამო და ყურმოჭრილი ბიზნესმენი. ხმაურიან საქმეს ახალი გაგრძელება აქვს. ირკვევა, რომ კომპანია „ნილს“ ვალები თბილისის მერიის მიერ ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის მცირე დაფინანსების გამოყოფის გამო დაუგროვდა.

ნილს, მხოლოდ ერთი კომპანია "გიგანის" ორი მილიონი ლარის ვალი ჰქონდა, სწორედ ამ კომპანიასთან კავშირში მყოფმა პირებმა მოუწყეს ჩასაფრება ბიზნესმენ გიორგობიანს და ყური მოაჭამეს. კომპანია „ნილში“ ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებამ გააკოტრა და ვალები დაუგროვდა.

ირაკლი გიორგობიანი არის კომპანია „ნილის“ არაფორმალური მმართველი. „კურიერმა“ გაარკვია, რომ კომპანია ერთ თვეზე მეტია არ ფუნქციონირებს. თავად ირაკლი გიორგობიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისმა მამამ კი განაცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა, რადგან თბილისი მერიამ საბავშვო ბაღების მომარაგებისთვის  დიდი თანხა დააწესა.

„იმხელა ფასები იყო და ბაღები უნდა ემარაგებინათ, ის ფასი სანახევროდ არ ყოფნიდან იმ ბაღებს. სახელმწიფო დააწესებდა, აბა ფირმა ხომ არ დააწესებდა, არც იმ თავდამსხმელს ვიცნობ,“-ამბობს გიორგობიანის მამა.

შპს გიგანის 50% წილის მფლობელი, თეონა ნინოშვილი, რომლის ნათესავი გიორგობიანზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი მომხდართან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს.

ქალაქის მერი კი ამბობს, რომ ის და თბილისის მერია ამ კომპანია „ნილის“ გაკოტრებასთან კავშირში ვერ იქნება, რადგან კომპანიას ფასებს მერია არ უწესებს და მათ სატენდერო ვალდებულებები ჰქონდათ აღებული.

Image result for კახა კალაძე„ჩვენ რა, მერია რა, ჩვენთვის მთავარი არის ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეს საკვების თვალსაზრისით. მერია არ აწესებს ფასებს,  ტენდერი ცხადდება და ტენდერის საფუძველზე ხდება. ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობთ, მარტივია ამ ყველაფრის მოძიება. ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი სისულელეს იტყვის  და მე გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია,“-ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები